ინტერმა ბრემერის ტრანსფერი შეათანხმა?
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ინტერმა ტორინოს ცენტრალურ მცველთან გლეისონ ბრემერთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტორინოსთან სატრანსფერო ფორმულაზე უკვე აქტიურად მუშაობს.
ბრემერი მიმდინარე სეზონებში სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და მის მიმართ ინტერესი როგორც იტალიაში, ასევე ევროპის ტოპ ჩემპიონატებში არაერთმა გრანდმა გამოთქვა, მაგრამ როგორც ჩანს, გამარჯვებული ამჯერად ნერაძური დარჩება.
ბრემერი დიდი ალბათობით ინტერში სტეფან დე ვრეის შემცვლელი იქნება, რომელსაც კონტრაქტი ბენეამატასთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება და სავარაუდოდ ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
ბრემერის გადაბირებას აქტიურად ცდილობს მიუნხენის ბაიერნი.