ინტერის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ტრანსფერებზე ისაუბრა


ინტერის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ტრანსფერებზე ისაუბრა.
მილანის ინტერის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ლონდონის ჩელსიდან დაბრუნებაზე. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ახლოსაა ნერაძურის ბანაკში ერთწლიანი იჯარით გადასვლასთან.
ლუკაკუს ტრანსფერზე ჯერ ვერაფერს ვაცხადებთ, მაგრამ ის ჩვენი მიზანია. იგივე შემიძლია ვთქვა დიბალაზე.
ჯუზეპე მაროტა
ჯუზეპე აღნიშნა თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის მნიშვნელობა გუნდში, რომელიც ამ სატრანსფერო ფანჯარაში ჯუზეპე მეაცას დატოვებას უკავშირდება. ასევე, მილანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა არ გამორიცხა, რომ მცველმა მილან შკრინიარმა შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს.
ჩვენ გვაქვს ბიზნეს გეგმა, გვსურს შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანი გუნდი. ლაუტარო “ინტერის” შეუცვლელი ფეხბურთელია. შემტევი მოთამაშეების გამოცვლა უფრო რთულია, ვიდრე მცველების შეცვლა. ჩვენ ასევე განვიხილავთ ბრემერის ყიდვას ვინმეს წასვლის შემთხვევაში.
ჯუზეპე მაროტა
მაროტამ ასევე განაცხადა, რომ კლუბმა გაიფორმა ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი და მეკარე ანდრე ონანა, რომლებიც უფასო ტრანსფერით იყვნენ ხელმისაწვდომი.
მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი ორ თავისუფალ აგენტთან – ანდრე ონანასთან და ჰენრიხ მხითარიანთან.
ჯუზეპე მაროტა