ინტერის პრეზიდენტმა პირადად დაბლოკა შკრინიარის პსჟ-ში გადასვლა

 ინტერის პრეზიდენტმა პირადად დაბლოკა შკრინიარის პსჟ-ში გადასვლა
სმარტუნიონი

ინტერის პრეზიდენტმა პირადად დაბლოკა შკრინიარის პსჟ-ში გადასვლა.

ინტერის პრეზიდენტმა პირადად დაბლოკა შკრინიარის პსჟ-ში გადასვლა.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ინტერის მცველის, მილან შკრინიარის პსჟ-ში გადასვლა არ განხორციელდება.

წყაროს ინფორმაციით, 27 წლის სლოვაკის პარიზულ გუნდში გადასვლა ინტერის პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა პირადად დაბლოკა. ახლა მილანელები მზად არიან გააგრძელონ კონტრაქტი ფეხბურთელთან 2027 წლის ივნისამდე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-მ შკრინიარისთვის 50 მილიონი ევრო და პრემიები შესთავაზა.

2021/22 სეზონში შკრინიარმა ინტერში 48 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მცველის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

ბოლოს დამატებული პოსტები