ინტერის მწვრთნელმა ლუკაკუზე, დიბალასა და შკრინიარზე ისაუბრა


ინტერის მწვრთნელმა ლუკაკუზე, დიბალასა და შკრინიარზე ისაუბრა.
ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ სატრანსფერო ბაზარზე მისი კლუბის მუშაობაზე კომენტარი გააკეთა.
რომელუ ლუკაკუ “ნერაძურს” ჩელსიდან იჯარით უკვე შეუერთდა. ასევე, კლუბს შეუძლია გააფორმოს იუვენტუსის ყოფილი თავდამსხმელი პაულო დიბალა და დაკარგოს მცველი მილან შკრინიარი, რომელიც დაკავშირებულია პსჟ-ში გადასვლასთან.
ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც მენეჯმენტმა მაცნობა ლუკაკუს ხელმოწერის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ გასულ სეზონშიც ჩვენ გვქონდა საუკეთესო შეტევა სერია A-ში. ლუკაკუ ჩვენს თამაშს უფრო მრავალფეროვანს გახდის, მაგრამ სხვა თავდამსხმელებსაც ვაფასებ.
სიმონე ინძაგი
ყველამ იცის ვინ არის დიბალა, მაგრამ ახლა მასზე ლაპარაკი აზრი არ აქვს. ხუთი ფორვარდი გვყავს – უსამართლოა ვიმსჯელოთ მათზე, ვინც ჯერ არ მოსულა.
სიმონე ინძაგი
შკრინჯარი ინტერის მოთამაშეა, მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ჩვენთან ერთად იქნება წინასასეზონო ბანაკში. მაგრამ არ ვიცი, რა იქნება შემდეგ.
სიმონე ინძაგი