ინტერის მორიგი უარი ფრანგულ გრანდს
ინტერის მორიგი უარი ფრანგულ გრანდს.
მილანის ინტერი არ არის დაინტერესებული სლოვაკი მცველის მილან შკრინიარის გაყიდვით, რომელსაც ფრანგული პსჟ უმიზნებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსაიდერმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა.
ნერაძურის მფლობელებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ პარიზული გიგანტის შეთავაზებაზე და დაიწყეს მუშაობა 27 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე. შკრინიარს მოქმედი კონტრაქტი მილანის გრანდთან ამ სეზონის ბოლოს ეწურება.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში შკრინიარმა ოთხი ბრძოლა ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანა.