ინტერის მცველმა პსჟ-სთან კონტრაქტი გააფორმა
ინტერის მცველმა პსჟ-სთან კონტრაქტი გააფორმა.
პსჟ-ს ხელმძღვანელები მილანის ინტერის სლოვაკ მცველ შკრინიართან პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმდნენ.
ავტორიტეტული ინსაიდერის ნიკოლო შირას თქმით, 27 წლის სლოვაკი ფეხბურთელი პარიზული კლუბის წარმომადგენლებს შეთანხმდა გრძელვადიან ხუთწლიან კონტრაქტზე, წელიწადში შვიდნახევარი მილიონი ევროს სოლიდური ხელფასით.
შკრინიარისთვის პარიზელები მილანის გუნდს დაახლოებით 70 მილიონ ევროს გადაუხდიან. ტრანსფერისის ალბათობა ძალიან მაღალია.
გასულ სეზონში მილან შკრინიარმა იტალიის ჩემპიონატში ინტერთან ერთად 35 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.