ინტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ფეხბურთელების უმეტესობის გაშვებას აპირებს


ინტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ფეხბურთელების უმეტესობის გაშვებას აპირებს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერი ზაფხულის თვეებში ფეხბურთელების მასობრივი გასვლისთვის ემზადება.
წყაროს ცნობით, თერთმეტი ფეხბურთელიდან რვა, ვინც კვირას იუვენტუსის წინააღმდეგ (0-1) გამოვიდა მოედანზე, 30 წელზე მეტის იყო და გუნდის გაახანგაზრდავება ახლა კლუბისთვის მთავარ პრიორიტეტად ითვლება.
თერთმეტი ფეხბურთელიდან, რომლებიც მოედანზე გავიდნენ იუვენტუსის წინააღმდეგ, ექვსს კონტრაქტი ეწურება სეზონის ბოლოს. მათგან მხოლოდ ედინ ჯეკო და სტეფან დე ვრი შევიდნენ მოლაპარაკებებში კლუბთან ხელშეკრულების შესაძლო გახანგრძლივებაზე.

შედეგად, სიმეონე ინძაგის სასტარტო შემადგენლობის უმეტესობა დატოვებს ინტერს ამ სეზონში, იტალიიდან გავრცელებული ინფორმაციით. მარსელო ბროზოვიჩისთვის, დენზელ დუმფრისისთვის და ხოაკინ კორეასთვის კლუბი შეძლებს შედარებით სოლიდური თანხის შეგროვებას გეგმავს მათი გაყიდვის შემთხვევაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია , რომ ინტერი ჩელსიდან არ იყიდის თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს.
ინტერი სერია A-ში მესამე ადგილზეა 27 მატჩიდან 50 ქულით.