ინტერმა ლუკაკუზე გადაწყვეტილება მიიღო

 ინტერმა ლუკაკუზე გადაწყვეტილება მიიღო
Digiqole Ad

ინტერმა ლუკაკუზე გადაწყვეტილება მიიღო.

ინტერმა თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო. ბელგიელმა ამ სეზონში შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ამიტომ მილანელები მის რიგებში შენარჩუნებას არ გეგმავენ. ამის შესახებ Football Insider საუბრობს.

2022/2023 წლების სეზონის 19 ოფიციალურ მატჩში რომელუ ლუკაკუმ მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

რომელუ ლუკაკუ ჩელსის საკუთრებაა. 29 წლის ბელგიელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2026 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომელუ ლუკაკუ შესაძლოა მადრიდის “რეალში” გადავიდეს. პორტალი transfermarkt ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს.