ინტერი შკრინიარის შემცვლელს აქტიურად ეძებს

 ინტერი შკრინიარის შემცვლელს აქტიურად ეძებს
Digiqole Ad

ინტერი შკრინიარის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, ინტერი ორი ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს მილან შკრინიარის გაყიდვის შემთხვევაში.

წყაროს ცნობით, სლოვაკი პსჟ-ში წასვლასთან ახლოსაა, ამიტომ იტალიური კლუბი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. საუკეთესო სამიზნეებად ტორინოს მოთამაშე გლეისონ ბრემერი და ფიორენტინას მცველი ნიკოლა მილენკოვიჩია დასახელებული.

ბრემერი გასული სეზონის აღმოჩენა იყო, რომელმაც მრავალი ტოპ-კლუბის ყურადღება მიიპყრო. ხარების შემადგენლობაში 33 მატჩში მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ი 25 წლის ბრაზილიელს 35 მილიონ ევროდ აფასებს.

ფიორეს მცველი მილენკოვიჩი რამდენიმე სეზონია სტაბილურ თამაშებს ატარებს. გასულ სეზონში 39 მატჩში ფეხბურთელმა სამი გოლი გაიტანა. 24 წლის სერბს Transfermarkt-ი 20 მილიონ ევროდ აფასებს.