ინტერი შკრინიარის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს
ინტერი შკრინიარის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს.
ინტერი აგრძელებს აქტიურ მუშაობას მცველ მილან შკრინიართან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. იტალიური გამოცემის Calciomercato-ს ცნობით, კლუბი სლოვაკ ფეხბურთელთან ახალი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გამართავს.
სეზონის ბოლოს შკრინიარს კონტრაქტი მილანის ინტერთან ეწურება. ფეხბურთელს კლუბში 6,5 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
თუ იანვრამდე კონტრაქტი ვერ გახანგრძლივდება, ინტერმა შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შკრინიარის გაყიდვა განიხილოს.
სლოვაკი კვლავ პსჟ-ს რადარზეა. ასევე, მედია 27 წლის ფეხბურთელს სხვა გუნდებს უკავშირებს. წყაროს ცნობით, ჩელსი მზადაა მილან შკრინიარს კონტრაქტი შესთავაზოს წელიწადში 8 მილიონი ევროს ოდენობით.