ინტერის სატრანსფერო ბაზარი, მაროტა ბროზოვიჩის მოადგილეს აქტიურად ეძებს
ინტერის აღმასრულებელი დირექტორი ბეპე მაროტა მომდევნო სატრანსფერო ბაზრის სესიაზე პსჟ-ს ფეხბურთელს აკვირდება, მისიას მაროტამ “ბროზოვიჩის მოადგილე” უწოდა.
ინძაგის გუნდს აუცილებლად ჭირდება ისეთი მოთამაშე რომელიც ხორვატს დასვენების საშუალებას მისცემს.
ბეპე მაროტას, სატრანსფერო ბაზრის მომდევნო სესიაზე, სურს გააძლიეროს ნერაძურის გუნდი, რომელსაც სიმონე ინძაგი წვრთნის, რათა მომავალში გუნდმა აჩვენოს იტალიასა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში თავისი საუკეთესო მხარე.
Fichajes.net-ის მიერ გავრცელებული უახლესი ჭორების თანახმად, მილანელთა ხელმძღვანელობა ძალიან დაინტერესებული არიან ჰოლანდიელი ცენტრალური ნახევარმცველით, ჯორჯინიო ვაინალდუმით.
ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი იდეალური ადამიანი იქნებოდა ნერაძურის ნახევარდაცვის გასაუმჯობესებლად და მილანელთა გუნდის ხერხემლის ხორვატი დიქტატორის მარსელო ბროზოვიჩს შემცვლელად.