ინტერი პერიშიჩს შეუთანხმდა
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობამ კვლავ იპოვა კომპრომისი ხორვატ ნახევარმცველ ივან პერიშიჩთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებში.
ავტორიტეტული ინსაიდერის ნიკოლო შირას ინფორმაციით, 33 წლის ხორვატი ფეხბურთელი მალე ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს მილანურ კლუბთან, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
წყაროს ცნობით, ხორვატი წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პერიშიჩს “ინტერთან” მოქმედი კონტრაქტი ამ სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.
მიმდინარე სეზონში ივან პერიშიჩმა იტალიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, რომელშიც შვიდი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.