ინტერი მზადაა შკრინიართან კონტრაქტი გაახანგრძლივოს
ინტერი მზადაა შკრინიართან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები მზად არიან უახლოეს მომავალში გააგრძელონ ხელშეკრულება სლოვაკ მცველ მილან შკრინიართან.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანური კლუბი მზადაა 27 წლის სლოვაკ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, რომელიც 2026 წლის ივნისამდე გაგრძელდება. ახალი კონტრაქტით მცველი წელიწადში ოთხნახევარ მილიონ ევროს მიიღებს.
შკრინჯარი ინტერში 2017 წლიდან თამაშობს. 2021/22 წლების სეზონში სლოვაკმა გუნდში 48 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
მცველის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.