ინტერი მზადაა პსჟ-ს შკრინიარზე ფასდაკლება გაუკეთოს


ინტერი მზადაა პსჟ-ს შკრინიარზე ფასდაკლება გაუკეთოს.
მილანის ინტერი აგრძელებს მოლაპარაკებებს ფრანგულ პსჟ-სთან მათი წამყვანი მცველის მილან შკრინიარის გასაყიდად. ინსაიდერის ალფრედო პედულას ცნობით, იტალიური მხარე დათმობაზე დათანხმდა სლოვაკი ფეხბურთელის ტრანსფერზე ფულადი კომპენსაციის კუთხით.
ინტერი მზადაა შკრინიარი პარიზში გაუშვას, თუ ფრანგები მის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს გადაიხდიან. კონტრაქტი ასევე მოიცავს სხვადასხვა ბონუსების გადახდას. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანურ კლუბს მილანისთვის მინიმუმ 80 მილიონის მიღება სურს.
შკრინჯარი “ინტერის” ფერებს 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, მისი კონტრაქტი კიდევ ერთ სეზონზეა გათვლილი.
გასულ სეზონში მცველმა სერია A-ში 35 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო.