ინტერი მზადაა ჰანდანოვიჩს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს
Tuttosport-ის ცნობით, ინტერმა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. თავად ფეხბურთელს ორწლიანი კონტრაქტი სურს.
წყაროს ცნობით, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. დიდი ალბათობით, 37 წლის მეკარის ხელფასი შემცირდება. ახლა ჰანდანოვიჩის ხელფასი სეზონში 4 მილიონი ევროა. ინტერი მზადაა ფეხბურთელს მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
ჰანდანოვიჩი ინტერში 2012 წლის ივლისიდან თამაშობს. 2021/22 წლების სეზონში მან 38 მატჩში 30 გოლი გაუშვა, 17 ჯერ კარი მშრალად შეინახა. მეკარის კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.
