ინტერი მზადაა დიბალას 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს
მილანის “ინტერის” ლიდერები მზად არიან, არგენტინელ თავდამსხმელ პაულო დიბალას გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზონ.
TuttoJuve-ის ცნობით, მილანის გუნდი მზადაა 28 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ოთხწლიანი კონტრაქტი გაuფორმოს წელიწადში ექვსი მილიონი ევროს ანაზღაურებით.
ამ დროისთვის ლაუტარო მარტინესი და მარსელო ბროზოვიჩი იგივე თანხას იღებენ ინტერში. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს დიბალა თავისუფალი აგენტი გახდება.
მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ იტალიის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.