ინტერი მზადაა დააკმაყოფილოს შკრინიარის მოთხოვნები
ინტერი მზადაა დააკმაყოფილოს შკრინიარის მოთხოვნები.
ინტერის ხელმძღვანელობა მზადაა კონტრაქტის განახლების საკითხში მისი მცველი მილან შკრინიარის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სლოვაკს წლიურ ხელფასს 6-6,5 მილიონი ევრო შესთავაზებენ. სწორედ ამდენს ითხოვდა ფეხბურთელი ხელმძღვანელობისგან.
შეგახსენებთ, რომ ზამთარში შკრინიარი შესაძლოა პსჟ-მ გადაიბიროს, რომელიც დარწმუნებულია 20 მილიონ ევროდ ტრანსფერის დახურვაში.. პარიზელები მზად არიან სლოვაკს უფრო კარგი ხელფასი შესთავაზონ, ვიდრე ინტერი.
შკრინიარს კონტრაქტი ინტერთან ამ სეზონის ბოლოს ეწურება.