ინტერი მზადაა ახალი კონტრაქტით პერიშიჩს წელიწადში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს

 ინტერი მზადაა ახალი კონტრაქტით პერიშიჩს წელიწადში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს
Digiqole Ad

ხორვატი “ინტერის” ნახევარმცველი ივან პერიშიჩი მილანურ გუნდთან კონტრაქტის განახლებასთან ძალიან ახლოსაა.

Calciomercato-ს ცნობით, მილანური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან შესთავაზონ 33 წლის ხორვატ ფეხბურთელს კონტრაქტი წელიწადში ოთხი მილიონი ევროს ოდენობით. მხარეები ახლოს არიან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ივან პერიშიჩმა იტალიის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.