ინტერი იანვარში გაყიდის შკრინიარს, თუ ფეხბურთელი კონტრაქტის განახლებაზე უარს იტყვის

 ინტერი იანვარში გაყიდის შკრინიარს, თუ ფეხბურთელი კონტრაქტის განახლებაზე უარს იტყვის
Digiqole Ad

ინტერი იანვარში გაყიდის შკრინიარს, თუ ფეხბურთელი კონტრაქტის განახლებაზე უარს იტყვის.

თუ “ინტერის” მცველი მილან შკრინიარი უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა მას ტრანსფერზე დააყენებს. ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინტერს ურჩევნია სლოვაკისთვის ცოტაოდენი თანხა მაინც მიიღოს, ვიდრე მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ “ინტერი” და “შკრინიარი” ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას რამდენიმე თვეა აწარმოებენ, თუმცა მხარეები პირობებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ. კლუბმა სლოვაკს ვადა დაუნიშნა. თუ მცველი არ დათანხმდება ახალ კონტრაქტს მითითებულ ვადაში, ის დადგება ტრანსფერზე.