ინტერი დარმიანთან კონტრაქტს ახანგრძლივებს
ინტერი დარმიანთან კონტრაქტს ახანგრძლივებს.
მილანის ინტერის მცველი მატეო დარმიანი გუნდში კიდევ ერთი სეზონი დარჩება. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნერაძურის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ერთი წლით გაახანგრძლივა.
“ინტერის” ბანაკში დარმინი მესამე სეზონს ატარებს. ამ პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა გუნდთან ერთად ერთხელ მოახერხა იტალიაში ყველა ტიტულის მოპოვება.
წყარო ასევე იუწყება, რომ უახლოეს მომავალში ინტერი აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას კიდევ ორ მოთამაშესთან – მცველ ალესანდრო ბასტონთან და ნახევარმცველ ჰაკან ჩალჰანოღლუსთან. ორივე მოთამაშეს ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.