ინტერი ბასტონის და ჩალანოღლუს ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს

 ინტერი ბასტონის და ჩალანოღლუს ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს
Digiqole Ad

ინტერი ბასტონის და ჩალანოღლუს ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს.

არსებული შეთანხმებების გასაგრძელებლად ინტერი მალე მოლაპარაკებებს გამართავს იტალიელ მცველ ალესანდრო ბასტონისთან და თურქ ნახევარმცველ ჰაკან ჩალჰანოღლუსთან. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

23 წლის ბასტონი ნერაძურის ფერებს 2017 წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მცველმა გუნდში 22 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

28 წლის ჩალხანოღლუმ 25 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. თურქი “ინტერში” 2021 წლიდან თამაშობს.