ინძაგიმ შკრინიარის მდგომარეობაზე ისაუბრა


ინძაგიმ შკრინიარის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ცენტრალური მცველი, რომელიც მანამდე გუნდში საკვანძო როლს ასრულებდა, იტალიის თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის ატალანტასთან (1:0) შემადგენლობაში არ მოხვდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკი იანვარში ინტერს არ დატოვებს, სეზონის ბოლოს პარი სენ-ჟერმენში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
გადავწყვიტე შკრინიარი შემადგენლობიდან დროებით მომეკვეთა, მაგრამ მასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ის ინტერის ფეხბურთელად რჩება 30 ივნისამდე, ვარჯიშზე მთელ ძალას დადებს, რადგან პროფესიონალია. ითამაშებს თუ არა შემდეგ მატჩებში? გადაწყვეტილებას თამაშის დაწყებამდე მივიღებ სიტუაციიდან გამომდინარე.
სიმონე ინძაგი