ინძაგი სავარაუდოდ ინტერს სეზონის ბოლოს დატოვებს
ინძაგი სავარაუდოდ ინტერს სეზონის ბოლოს დატოვებს.
მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს სამსახურის გარეშე დარჩბა. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს თქმით, ნერაძურის ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა.
“ინტერის” ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ინძაგის ბევრად უფრო დამაჯერებელი შედეგის გამოტანა შეეძლო, იმ შემადგენლობის გათვალისწინებით, რაც მის განკარგულებაშია. “ნერაძურები” სერია A-ში ლიდერ ნაპოლის 21 ქულით ჩამორჩებიან.
ინძაგის შემცვლელ კანდიდატებს შორის ამჟამად განიხილება ინტერის ყოფილი ნახევარმცველი ტიაგო მოტა, რომელიც ახლა ბოლონიას ხელმძღვანელობს. ასევე გავრცელდა ჭორები პორტოდან სერხიო კონსეისაოს შესაძლო მიწვევის შესახებ.