კონსეისაო შესაძლოა ინტერში დაბრუნდეს

 კონსეისაო შესაძლოა ინტერში დაბრუნდეს
Digiqole Ad

კონსეისაო შესაძლოა ინტერში დაბრუნდეს.

პორტოს მთავარმა მწვრთნელმა სერხიო კონსეისაომ შესაძლოა თანამდებობა მალე დატოვოს.

პორტუგალიელი სპეციალისტი “დრაკონების” პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ კლუბი მნიშვნელოვანი თანხების დახარჯვას არ გეგმავს, წასვლას განიხილავს. Record-ის ცნობით, კონსეისაო დატოვებს თანამდებობას საერთაშორისო მატჩების პაუზის დროს. მწვრთნელს მილანის ინტერი აკვირდება, რომელიც სიმონე ინზაგის პოტენციური შემცვლელების კანდიდატებს ეძებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ბოლო დაპირისპირებაში, რომელიც იტალიური გუნდის საერთო ანგარიშით 1:0 გამარჯვებით დასრულდა, სწორედ ინტერმა დაამარცხა კონსეისაოს პორტო.