ჰანდანოვიჩი დათანხმდა ხელფასის შემცირებას ინტერთან ახალი კონტრაქტისთვის

 ჰანდანოვიჩი დათანხმდა ხელფასის შემცირებას ინტერთან ახალი კონტრაქტისთვის
Digiqole Ad

“ინტერის” მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი კლუბთან ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს.

ჰანდანოვიჩს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააფორმებდა, მაგრამ ის იძულებული გახდა დაეთანხმებინა ხელფასის შემცირება.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მისი ხელფასი 4,2 მილიონი ევროდან 3 მილიონამდე შემცირდება. 37 წლის სლოვენიელი ინტერში 2012 წლის ივლისიდან თამაშობს. 2021/22 წლების სეზონში მეკარემ გუნდში 45 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაუშვა, 20 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.

ჰანდანოვიჩს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.