Cancel Preloader

ჩელსის ინტერის სამი მოთამაშის შეძენა სურს

 ჩელსის ინტერის სამი მოთამაშის შეძენა სურს
Digiqole Ad

ჩელსის ინტერის სამი მოთამაშის შეძენა სურს.

მილანის “ინტერის” ერთბაშად სამ ფეხბურთელს შეუძლია ნისლიან ალბიონში გადასვლა, სადაც მათი მომსახურებით ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს.

როგორც ინსაიდერ ჯანლუკა დი მარციოსთვის გახდა ცნობილი, “ლურჯების” ინტერესთა სფეროში არიან მცველები დენზელ დუმფრისი და მილან შკრინიარი, ასევე ალესანდრო ბასტონი. თუმცა, ამ საკითხებზე კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ინტერს” “ლურჯების” ცენტრფორვარდის რომელუ ლუკაკუს რიგებში მოყვანა სურს. იტალიური გრანდი ბელგიელი გიგანტი ბომბარდირის დაქირავებას აპირებს.