ჩელსი შკრინიარზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
ჩელსი შკრინიარზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ჩელსი მილანის ინტერის მცველ მილან შკრინიარს დაუკავშირდა.
ლონდონური კლუბი აგრძელებს ცენტრალური მცველის ძებნას. Calciomercato-ს ცნობით, ამ როლის ერთ-ერთი კანდიდატი არის შკრინიარი. ინტერი ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებს, ჩელსი კი ჯერჯერობით მხოლოდ 50 მილიონს ჩამოდის.
მანამდე პსჟ შკრინიართან მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ მილანურმა კლუბმა უარი თქვა ფასის შემცირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება. გამოცემის ცნობით, ჩელსი და ინტერი საბოლოოდ 60 მილიონი ევროს ფასზე შეთანხმდებიან.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლი გაიტანა.
