ჩალჰანოღლუ და შკრინიარი ბენფიკასთან მატჩს გამოტოვებენ

 ჩალჰანოღლუ და შკრინიარი ბენფიკასთან მატჩს გამოტოვებენ
სმარტუნიონი

ჩალჰანოღლუ და შკრინიარი ბენფიკასთან მატჩს გამოტოვებენ.

მილანის “ინტერს” ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში ლისაბონის “ბენფიკასთან” ორი ძირითადი მოთამაშის გარეშე მოუწევს თამაში. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მატჩს გამოტოვებენ ცენტრალური მცველი მილან შკრინიარი და ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ. ორივე ფეხბურთელს ტრავმირებულია.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი ინტერსა და ბენფიკას შორის სამშაბათს ლისაბონში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი მილანში ერთ კვირაში გაიმართება.

ჯერ კიდევ გასარკვევია, ეყოფათ თუ არა დრო ჩალჰანოღლუსა და შკრინიარს ჯუზეპე მეაცაზე საპასუხო მატჩისთვის თამაშში დასაბრუნებლად.

ბოლოს დამატებული პოსტები