ბრემერის სანაცვლოდ ინტერი ტორინოს თავის ფეხბურთელს შესთავაზებს

 ბრემერის სანაცვლოდ ინტერი ტორინოს თავის ფეხბურთელს შესთავაზებს
Digiqole Ad

მილანის ინტერმა და ტორინომ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრს დროს.

ნერაძური დიდი ხანია მუშაობს ტორინოს ცენტრალური მცველის, ბრემერის შეძენაზე. Tuttosport-ის ცნობით, ინტერი განიხილავს შესაძლო გაცვლას. ტურინში 24 წლის მარცხენა მცველი ფედერიკო დიმარკო წავა, საპირისპირო მიმართულებით კი ბრემერი უნდა მოვიდეს ინტერში.

დიმარკო არ შედის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის გეგმებში, ამიტომ კლუბი მზადაა ფეხბურთელი გაუშვას, რათა 25 წლის ბრაზილიელი შეიძინოს, რომელსაც ასევე აკვირდება ნაპოლის, იუვენტუსის, ბაიერნის და წარმომადგენლები.