ბოლონია-ინტერის მატჩის გამართვის სავარაუდო თარიღი ცნობილია
აღნიშნული დაპირისპირება 6 იანვარს უნდა გამართულიყო და ნერაძური სრული შემადგენლობით ბოლონიაში ჩავიდა კიდეც, მაგრამ როსობლუს რიგებში კორონა ვირუსის გავრცელების გამო, ჯანდაცვის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მთელი გუნდი იზოლაციაში გადაიყვანეს და შეხვედრა არ გაიმართა.
დატვირთული გრაფიკის გამო, შეხვედრის გამართვის ახალი თარიღის შერჩევა კალჩოს ხელმძღვანელობას უჭირდა, თუმცა ახლა, როდესაც ინტერი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, ნერაძურის კალენდარი შედარებით განთავისუფლდა და Tuttosport-ის ცნობით, აღნიშნული შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება.