ბასტონის მომავალი ინტერში გაურკვეველი რჩება

 ბასტონის მომავალი ინტერში გაურკვეველი რჩება
Digiqole Ad

მილანის ინტერის მცველმა ალესანდრო ბასტონმა შესაძლოა კლუბი სეზონის ბოლოს დატოვოს. ახლა ფეხბურთელი აქტიურად მუშაობს კოპა იტალიის ტურინის იუვენტუსთან ფინალური მატჩისთვის გამოსაჯანმრთელებლად, მაგრამ მის მომავალზე ჭორები მაინც არ ცხრება.

Calciomercato-ს ცნობით, იტალიელი, თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესთან ერთად, გაყიდვის მთავარ კანდიდატებს შორისაა. წასვლის მიზეზი “ინტერის” ფინანსური პრობლემებია, რის გამოც კლუბი შესაძლოა კვლავ დაშორდეს ლიდერებს ზაფხულში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ნერაძურებმა გაყიდეს თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ და მცველი აშრაფ ჰაკიმი.

ბასტონის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ლონდონის ტოტენჰემია, რომლის მენეჯერს ანტონიო კონტეს ფეხბურთელთან გაერთიანება სპურსის ბანაკში სურს.