ბასტონის კომენტარი ინტერსა და შკრინიარზე


ბასტონის კომენტარი ინტერსა და შკრინიარზე.
მილანის ინტერის მცველმა ალესანდრო ბასტონმა კომენტარი გააკეთა ჭორებზე მისი დაცვითი პარტნიორის, მილან შკრინიარის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ.
ის ასახავს ინტერის სულს. მილანი ჩვენთან ერთად პროგრესირებდა წლების განმავლობაში. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია გუნდში, სირცხვილი იქნება თუ ის წავა. ეს საერთოდ არ მინდა. იმედი მაქვს დარჩება. ჩვენ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ დიდ შედეგებს.
ალესანდრო ბასტონი
შეგახსენებთ, რომ შკრინიარის კიდევ ერთი პრეტენდენტი ტოტენჰემია.
ამის შემდეგ მან ინტერზე ისაუბრა.
ყოველთვის მინდოდა ინტერში დარჩენა. თანაგუნდელებთან, კლუბთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მიყვარს მილანი, წასვლის მიზეზს ვერ ვხედავ.
ალესნდრო ბასტონი