ბასტონიმ და შკრინიარმა შესაძლოა ინტერი დატოვონ


ბასტონიმ და შკრინიარმა შესაძლოა ინტერი დატოვონ. მათი აგენტები ნერაძურის ოფისში მივიდნენ.
ინტერის” მცველების ალესანდრო ბასტონისა და მილან შკრინიარის აგენტები ნერაძურის ოფისში მივიდნენ, იტყობინება Sky Sport Italia.
წყაროს ცნობით, ისინი ფეხბურთელების ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია მანჩესტერ იუნაიტედის, ტოტენჰემის, ჩელსისა და პსჟ-ს ორივე ფეხბურთელის მიმართ ინტერესის შესახებ.
შკრინიარს კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. 27 წლის სლოვაკი შესაძლოა ჩაერთოს ჩელსის თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ინტერში დაბრუნების ხელშეკრულებაში.
ბასტონის შეთანხმებას ვადა 2024 წლის ივნისში ეწურება. 23 წლის იტალიელმა მანამდე განაცხადა, რომ “კონტრაქტით კიდევ ორი წელი მაქვს, მშვიდად ვარ”.