Cancel Preloader

ბასტონი ლუკაკუზე: “ჩვენ ველით, რომ ის დაგვეხმარება სკუდეტოს მოგებაში”

 ბასტონი ლუკაკუზე: “ჩვენ ველით, რომ ის დაგვეხმარება სკუდეტოს მოგებაში”
Digiqole Ad

ბასტონი ლუკაკუზე: “ჩვენ ველით, რომ ის დაგვეხმარება სკუდეტოს მოგებაში”

მილანის ინტერის მცველმა ალესანდრო ბასტონმა გუნდში თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა, რომელიც 113 მილიონ ევროდ ჩელსიში გადასვლიდან ერთი წლის შემდეგ ნერაძურის ბანაკში იჯარით დაბრუნდა.

მესმის რომელუს გადაწყვეტილება. როცა სადმე კომფორტულად ხარ და ტოვებ ამ ადგილს, ყოველთვის გინდა იქ დაბრუნება. არ ვნანობთ, მივესალმეთ და მიხარია, რომ დაბრუნდა. ჩვენ ველით, რომ ის კვლავ დაგვეხმარება სკუდეტოს მოგებაში.

ალესანდრო ბასტონი

შეგახსენებთ, გავრცელდა ჭორები, რომ ჩელსის შეუძლია ლუკაკუს იჯარის ვადა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს. კლუბი იმედოვნებს, რომ ორ წელიწადში ნერაძური შეძლებს ბელგიელის გამოსყიდვას.