ინტერმა მიაღწია შეთანხმებას ჩელსისთან ლუკაკუს იჯარის მეორე წლით გახანგრძლივებაზე
ინტერმა მიაღწია შეთანხმებას ჩელსისთან ლუკაკუს იჯარის მეორე წლით გახანგრძლივებაზე.
თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს შეუძლია ინტერში გაატაროს არა მხოლოდ ეს, არამედ მომავალი სეზონიც, იტყობინება Daily Mail.
“ნერაძურებმა” უკვე მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას “ჩელსისთან” იჯარის მეორე წლით გახანგრძლივებაზე.
ლურჯებს ურჩევნიათ ბელგიელის საერთოდ გაყიდვა, მაგრამ მისი ხელფასი მნიშვნელოვანი ბარიერია პოტენციური მყიდველებისთვის.
ლუკაკუ ინტერში 2019-2021 წლებში თამაშობდა. გასულ ზაფხულს ის ჩელსიში 115 მილიონ ევროდ გაიყიდა.
2021/22 სეზონში თავდამსხმელმა ჩელსის შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
