ბრემერის ფასი დადგენილია

 ბრემერის ფასი დადგენილია
სმარტუნიონი

გლეისონ ბრემერი ინტერის ნომერ პირველი კანდიდატია და უკვე გაიმართა შეხვედრაც მხარეებს შორის.

ბრემერმა ცოტა ხნის წინ განაახლა 2024 წლამდე, მაგრამ ამავდროულად მიიღო კაიროდან გარანტია, რომ 25 მილიონიანი შემოთავაზების პირობებში წასვლას შეძლებს. ამის შესახებ Tuttosport იტყობინება.

ბრაზილიელით ასევე დაინტერესებულია იუვენტუსი. ტორინოს ბრემერის გაშვება თანაქალაქელთა რიგებში არ სურს, ამიტომ უპირატესობას ინტერს ანიჭებს და მზად არის 25 წლის ბრაზილიელი 25 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისოს.

ამ თანხას კი ნერაძური მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ გუნდს სტეფან დე ვრეი დატოვებს.

ბოლოს დამატებული პოსტები