Cancel Preloader

ემპოლი 0–3 ინტერი | სერია A 22-23 | N30

Digiqole Ad

ემპოლი 0–3 ინტერი | სერია A 22-23 | N30.

ინტერი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მილანს დაუპირისპირდება. ბენფიკასთან წარმატებული საპასუხო თამაშის შემდეგ, სიმონე ინძაგის გუნდისთის მნიშვნელოვანი იყო ძალა და ემოციები ეპოვა იტალიის ჩემპიონატის ემპოლისთან მატჩში.

ამჯერად, ინტერმა შეძლო და გამარჯვებით მოაწონა თავი გულშემატკივართა არმის. ინძაგის ბიჭებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს – დუბლი რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, მესამე გოლი კი ლაუტარო მარტინესმა (სხვათა შორის, ლუკაკუს პასიდან). 

“ნერაძურებმა” დაასრულეს წაგების სერია და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე ავიდნენ, ემპოლისს დამარცხებით. მეოთხე რომას ინძაგის გუნდი ორი ქულით ჩამორჩება. თუმცა, კონკურენტებს ტურის მატჩი ჯერ არ უთამაშიათ.