ბოლონია 2–1 ინტერი | სეზონი 21-22

სმარტუნიონი

იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის გადადებულ მატჩში სტუმრად “ინტერი” “ბოლონიასთან” დამარცხდა – 2-1.

სტუმრებს შორის ერთადერთი გოლი ივან პერიშიჩმა გაიტანა, მასპინძლებიდან კი მარკო არნაუტოვიჩმა და ნიკოლა სანსონემ გაიტანეს.

ამ მარცხის გამო ინტერი იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 34 თამაშში 72 ქულით მეორე ადგილზე დარჩა. ლიდერი მილანია, რომელსაც 34 მატჩში 74 ქულა აქვს.

ბოლონია 34 მატჩიდან 42 ქულით მე-13 ადგილზეა.

ბოლოს დამატებული პოსტები