კოკადა და სკუდეტო იტალიურ ფეხბურთში მთავარი ჩემპიონის სიმბოლოა
კოკადა და სკუდეტო იტალიურ ფეხბურთში მთავარი ჩემპიონის სიმბოლოა. იცით მათი ისტორია?
იტალიაში ჩემპიონატის ბედი გადაწყდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მილანმა ინტერს გაუსწრო. როსონერისთვის ეს რიგით მე-19 გამარჯვებაა სერია A-ში და ამ მაჩვენებლის მიხედვით, გუნდმა ქალაქსა და სტადიონზე მეზობლებს დაეწია. თუმცა, სიმონე ინძაგის ბიჭებმამა სეზონი თასის გარეშე არ დაასრულეს, რამდენიმე დღის წინ ინტერმა მოიგო კოპა იტალია.
გავიხსენოთ იტალიის ორი მთავარი ჩემპიონის სიმბოლოს – სკუდეტოსა და კოკადის წარმოშობის ისტორია.
სკუდეტო (იტალიურიდან scudo – ფარი) – რომლის მფლობელი ხდება სერია A-ს გამარჯვებული. ამ ნიშნების შემქმნელია იტალიელი პოეტი და დრამატურგი გაბრიელე დ’ანუნციო.
1924 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაამტკიცა გადაწყვეტილება მოქმედ ჩემპიონს განსაკუთრებული პატივის მინიჭების შესახებ, რაც ნებას რთავდა გუნდს დაეტანა სპეციალური ნიშანი სათამაშო მაისურებზე იტალიის დროშის ფერებში შეღებილი ფარის სახით.
სკუდეტოსგან განსხვავებით, იტალიური ფეხბურთის განხილვისას სიტყვა “კოკადა” გაცილებით იშვიათად ჩნდება. თუმცა, ის ასევე განსხვავებულობის სიმბოლოა.
კოკადი არის პატარა მრგვალი ან ოვალური ფორმის სამკერდე ნიშანი, რომელიც ყველაზე ხშირად მზადდება ეროვნული ფერების ლენტებით. მისი კლუბის ფორმაში ყოფნა ნიშნავს, რომ გუნდი იტალიის თასის ამჟამინდელი მფლობელია.
ფეხბურთში კოკადი პირველად 1958/59 წლების სეზონში გამოჩნდა ლაციოს მაისურებზე. ერთი წლით ადრე რომაელებმა მოიგეს კოპა იტალია.
1985/86 წლების სეზონში სამკერდე ნიშანი შეიცვალა, წითელი და მწვანე ფერები შეიცვალა. ეს შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ ლაციოს მაისურებზე 1998/99 წლების სეზონისთვის.
2006/07 წლების სეზონის შემდეგ გადაწყდა კოკადის თავდაპირველ ვერსიაში დაბრუნება.
ასე გამოიყურებოდა ინტერის მაისურზე 10/11 სეზონში. ფორმაში გამოსახულია სკუდეტო, კოკადა და სპეციალური ნიშნები, რომელიც ასახავს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მფლობელს და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს.
სწორედ ინტერის ფორმაზე იქნება კოკადა მომავალ სეზონში, რადგან სიმონე ინძაგის გუნდმა იუვენტუსს ამ სეზონის კოპა იტალიის ფინალში მოუგო. ხოლო სკუდეტოს მომავალ სეზონში მილანი ატარებს.