ჰანდანოვიჩი VS ონანა
ჰანდანოვიჩი VS ონანა.
ინძაგიმ დაადასტურა კაპიტნისადმი ნდობა, მაგრამ კამერუნელი მეორეხარისხოვანი როლით არ დაკმაყოფილდება.
ჰანდანოვიჩის მთავარი, ონანა მისი მოადგილე, კორდასი მესამე მეკარე. ეს არის იერარქია ინტერში მეკარის პოზიციაზე, რომელიც დაადასტურა უშუალოდ სიმონე ინძაგიმ წინასასეზონო მომზადების დაწყებისას.
თუმცა, ეს სტატუსი არ არის ისეთი მკაფიო, როგორც გასულ სეზონებში. ეს იმიტომ, რომ კამერუნელი, რომელიც “აიაქსიდან” უფასო ტრანსფერით ჩამოვიდა, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო რეზერვი.
რატომ ჰანდანოვიჩი?
ჰანდანოვიჩი ინტერის კაპიტანია და ამას რამდენიმე შედეგი აქვს. სლოვენიელი ვერასოდეს გაახანგრძლივებს კონტრაქტს სათადარიგოთა სკამზე ყოფნისთვის და ამავე დროს მისი ყოფნა მოედანზე და გასახდელში ფასდაუდებელია, გამოცდილების და გარემოს ზედმიწევნითი ცოდნის ხარჯზე.
შემდეგ გუნდი ბრმად ენდობა მას და დაცვის ტრიო ემზადება ზედიზედ მეოთხე წელიწადის დაწყების ისევ ერთად: ჰანდანოვიჩი, პლუს სამი მცველი, (შკრინო,ბასტო,დევრი) რომელთა დათმობა ძალიან რთულია, მათ შეუძლიათ ერთმანეთის გაგება უსიტყვოდ, დახუჭული თვალებით.
რატომ ონანა?
სწორედ ჰანდანოვიჩის ასაკის გამო ადრე თუ გვიან ინტერს მეკარის შეცვლა მოუწევს და ამ მომენტისთვის ჩემპიონატს, გუნდს, თანაგუნდელებს და მწვრთნელს მზა და მიჩვეული მეკარე დასჭირდება.
ამიტომ, მოედანზე წუთები აუცილებელია ყველა ამ ჭორში პროგრესის მისაღწევად და ინძაგიმ ეს იცის. ამ მიზეზით ის არის დარწმუნებული, რომ ონანას მოედანზე ხშირად და არაერთხელ ნახავს.
ყოფილი აიაქსი მოთამაშე ასევე შესანიშნავი კალიბრის მეკარეა, რომელიც თავისთავად იმსახურებს ისეთი მაღალი დონის კლუბსს, როგორიც ნერაძურია. კარიერულად ის მწვერვალზეა. ონანას კიპერის ინსტინქტი თუ ინტელექი დიდებული აქვს, რათქმაუნდა კონცენტრაციის, სტაბილურობისა და ფეხით თამაშის მხრივ მისგან გაუმჯობესებას ველით.
ამჟამად ინტერში ყველამ კარგად იცის გუნდური ბრძანებები და თითოეულის როლი მოედანზე და გასახდელში.
La Gazzetta dello Sport