არის თუ არა ინტერი მზად სერია A-ს ახალი სეზონისთვის?

 არის თუ არა ინტერი მზად სერია A-ს ახალი სეზონისთვის?
Digiqole Ad

არის თუ არა ინტერი მზად სერია A-ს ახალი სეზონისთვის?

გასულ სეზონში ინტერი მილანს ებრძოდა სკუდეტოსთვის, მაგრამ ნერაძურიმ ვერ შეძლო იტალიის ტიტულის დაცვა. ფინანსური სირთულეების გამო, ინტერს მოუწია რამდენიმე ლიდერის გაყიდვა, მათ შორის რომელუ ლუკაკუ ჩელსიში 113 მილიონ ევროდ და აშრაფ ჰაკიმი პსჟ-სთვის 66,5 მილიონ ევროდ.

ეს ფეხბურთელები ანტონიო კონტეს სისტემაში საკვანძო ფიგურები იყვნენ და მათი წასვლის გამო მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა. წასული ფეხბურთელები რაოდენობამ უფრო შეცვალა, ვიდრე ხარისხით და ინტერმა მოახერხა არა მხოლოდ სეზონი არ ჩაეშალა, არამედ ორი ტიტული მოიგო და სკუდეტოსთვის ბრძოლაში მილანს ეჯიბრებოდა.

როგორც ჩანს, ახალ სეზონში ინტერი შეეცდება მეზობლებს სკუდეტო წაართვას.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში ნერაძურებმა ცოტას ხარჯავენ, ლუკაკუ იჯარით დააბრუნეს, ჰენრიხ მხითარიანი და ანდრე ონანა თავისუფალ აგენტებად გაიფორმეს, ხოლო ივან პერიშიჩი, არტურო ვიდალი, ანდრეა რანოკია, სტეფანო სენსი, მატიას ვესინომ კლუბი დატოვეს და ალექსანდრ კოლაროვი პენსიაზე გავიდა.

როგორც ჩანს, მხითარიანი შემადგენლობის სისრულისთვის იქნა აღებული, რადგან ჰაკან ჩალხანოღლუ ვერ ახერხებს სტაბილურად ითამაშოს მთელი სეზონი.

პერიშიჩი სეზონის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე აღმოჩნდა, ხორვატს შეუძლია მარცხენა ნახევარდაცვა და ლატერალური თამაში, მაგრამ ზამთარში ნაყიდი რობინ გოსენსი იგივე ფუნქციებს ასრულებს და ეს პოზიცია მან უნდა შეავსოს.

შვლ-ურჯებმა ასევე გუნდში მოიყვანეს ბროზოვიჩის პოტენციური “შემცვლელი” კრისტიან ასლანი, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელად ითელბა.

ჩნდება მწვავე კითხვა, შეძლებს თუ არა რომელუ ლუკაკუ შავ-ლურჯებში ისეთივე გავლენიანი სეზონის ჩატარებას, როგორიც წინა წლებში იყო, რადგან ანტონიო კონტემ, რომელმაც იცოდა რა ფუნქციების მინიჭება რომელუს მოედანზე, აღარ წვრთნის მილანელებს. თუ სიმონე ინძაგი მოახერხებს ფეხბურთელის საუკეთესო თვისებების ხელახლა აღმოჩენას, მაშინ აუცილებლად ინტერს კვლავ ეყოლება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო რგოლი, ლაუტარო – ლუკაკუ.

ახლა ინტერის მთავარი ამოცანა, როგორც ჩანს, მთავარი ცენტრალური მცველების ბასტონის, შკრინიარის და დე ვრიის შენარჩუნებაა.

თუ ეს მოხდება, მაშინ სერია A-ში, როგორც ჩანს, კვლავ სერიოზული ბრძოლა იქნება ტიტულისთვის. იუვენტუსს, მილანს, ნაპოლისა და ინტერს შორის.