ჟანგი: “ლუკაკუმ სეზონის დაწყებამდე თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდით”

 ჟანგი: “ლუკაკუმ სეზონის დაწყებამდე თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდით”
Digiqole Ad

ჟანგი: “ლუკაკუმ სეზონის დაწყებამდე თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდით”

“ინტერის” პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა ისაუბრა გუნდის თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუსთან მიმდინარე სეზონის დაწყებამდე საუბარზე.

რომ მეთქვა, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდით, არ დავიჯერებდი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავიდან სჯეროდა, იყო რომელუ ლუკაკუ. მან ეს მითხრა გუნდში დაბრუნებისთანავე.

სტივენ ჟანგი

გუშინ, 16 მაისს, ნერაძურიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში საერთო ჯამში (3:0) დაამარცხა მილანი და დამსახურებულად გავიდა ტურნირის ფინალში.

ლუკაკუ ინტერში ჩელსიდან იჯარით თამაშობს.

30 წლის ბელგიელმა მიმდინარე სეზონში ნერაძურის მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.