Cancel Preloader

ჟანგი: “გვინდა გავაგრძელოთ ბრძოლა ტიტულებისთვის”

 ჟანგი: “გვინდა გავაგრძელოთ ბრძოლა ტიტულებისთვის”
Digiqole Ad

ჟანგი: “გვინდა გავაგრძელოთ ბრძოლა ტიტულებისთვის”

მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა გუნდის მომავალი წლის მიზნებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ნერაძური” იტალიის ჩემპიონატში ამჟამად მეხუთე ადგილზეა და წამყვან ნაპოლის 11 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ სიმონე ინძაგის გუნდი ⅛ ფინალში პორტოს შეხვდება.

ეჭვი არ არის: ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ ტიტულებისთვის. “ინტერი” ასე გააგრძელებს მომავალ წელს.

სტივენ ჯანგი

ბოლო წლებში ინტერი ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა. დადის ხმები, რომ ამის გამო გუნდმა სეზონის ბოლოს შესაძლოა რამდენიმე საკვანძო მოთამაშე გაყიდოს.