ძანეტიმ მილანში თავისი რესტორნის 20 წლის იუბილე აღნიშნა
ძანეტიმ მილანში თავისი რესტორნის 20 წლის იუბილე აღნიშნა.
მილანის ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ ძანეტიმ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება მილანთან ასოცირდეს და ამისთვის თავის საქმეზე იზრუნა. ზუსტად ოცი წლის წინ ხავიერმა გახსნა თავისი არგენტინული სამზარეულოს რესტორანი “EL GAUCHO” მილანში და დღეს ეს დაწესებულება დიდი პოპულარობით სარგებლობს მილანის დიდ არგენტინულ დიასპორაში.
და ეს იმისდა მიუხედავად, რომ რესტორანი ღიაა დღეში მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში – 19-დან 23 საათამდე. მენიუს მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი თევზის კერძებისგან შედგება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ თევზის რესტორანი.
შეგახსენებთ, რომ ხავიერ ძანეტი ინტერში 1995 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა, ახლა კი კლუბის ვიცე-პრეზიდენტია.