Cancel Preloader

ძანეტიმ მესის შეძენის შანსები შეაფასა

 ძანეტიმ მესის შეძენის შანსები შეაფასა
Digiqole Ad

ძანეტიმ მესის შეძენის შანსები შეაფასა.

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა და მილანის ინტერის ამჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ პსჟ-ს თავდამსხმელის, ლიონელ მესის ინტერში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„მესის გამარჯვება ნომინაციაში საუკეთესო? ვფიქრობ, ის სრულიად იმსახურებდა ამას. ლეო წარმოადგენს ფეხბურთს. მისი შესაძლო გადასვლა ინტერში? ეს ძალიან რთული და ძვირი იქნება.

ხავიერ ძანეტი

შეგახსენებთ, რომ მესის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება პარიზის გიგანტთან ამ სეზონის ბოლოს ეწურება. ის პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

ლიონელმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.