ზამთარში ინტერი არავის არ იყიდის

 ზამთარში ინტერი არავის არ იყიდის

ინტერი

Digiqole Ad

ზამთარში ინტერი არავის არ იყიდის.

მილანის ინტერი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში ახალი ფეხბურთელების შეძენას არ გეგმავს. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს თქმით, ნერაძურიმ ზამთარში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრანსფერი განახორციელოს.

ჯერ ერთი, კლუბს არ აქვს ფინანსები საჭირო ფეხბურთელების შესაძენად და მეორეც, ხელმძღვანელობა იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გასვლის განსაკუთრებულ აუცილებლობას ვერ ხედავს.

ამ დროისთვის კლუბი უკვე გეგმავს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება თავდამსხმელი მარკუს ტურამი, რომელსაც კონტრაქტი მიუნხენგლადბახის ბორუსიასთან ეწურება. ინტერს სურს ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინოს.