ხავიერ ძანეტის კომენტარი დიბალაზე და პერშიჩზე
ხავიერ ძანეტის კომენტარი დიბალაზე და პერშიჩზე.
ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ჯუზეპე მეაცაზე გამართული საერთაშორისო საქველმოქმედო მატჩის მიღმა ისაუბრა და პირველ რიგში დააკომენტარა ახლადასრულებული სეზონი.
ჩვენ ყველაფერი მივიღეთ. პოზიტიური წელი იყო, ორი თასი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლომდე. ჩვენ დიდ საქმეს ვაკეთებთ და გვინდა ასე გავაგრძელოთ.
ხავიერ ძანეტი
ამის შემდეგ, ისმის მკაფიო მესიჯი პერიშიჩს განახლებასთან დაკავშირებით.
მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ჩვენთვის პოზიტიური იყო მისი ბრწყინვალე თამაში. ჩვენ დაველაპარაკებით მას, მასზე იქნება დამოკიდებული, სურს თუ არა დარჩნა.
ხავიერ ძანეტი
ბოლოს ის დიბალაზე საუბრობს:
ჩვენ მეგობრები ვართ, მას 16 წლიდან ვიცნობ. ის დიდი ადამიანია, ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ არა მომავალზე. ყველაფრს აქვს თავისი დრო, ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ფეხბურთელზე: აუსილიო და მოტატი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გააძლიერონ ჩვენი გუნდი, რომელიც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება.
ხავიერ ძანეტი
