ხავიერ ძანეტი | “ლაუტარო მარტინესი ინტერის მომავალია”
ხავიერ ძანეტი | “ლაუტარო მარტინესი ინტერის მომავალია”
ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და მილანის ინტერის ამჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ გუნდის თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესზე ისაუბრა.
ძალიან ბედნიერი ვართ, რომ მარტინესისნაირი ფეხბურთელი თამაშობს ჩვენს გუნდში. ლაუტარო ინტერის მომავალია. ჩვენ გვსურს ის დიდხანს შევინარჩუნოთ.
ხავიერ ძანეტი
მარტინესის მოქმედი კონტრაქტი ინტერთან 2026 წლის შუა რიცხვებამდეა ძალაში.
25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.