ხავიერ ძანეტიმ დიბალასთან შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა
მილანის ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ზანეტიმ ნახევარმცველ პაულო დიბალას ტრანსფერზე ისაუბრა.
დიბალა ყოველთვის იყო ჩვენთვის პოტენციური შესაძლებლობა, რადგან ის თავისუფალი აგენტია, მაგრამ დღეს ინტერს ჰყავს ლაუტარო, ლუკაკუ, კორეა, ჯეკო და სანჩესი.
ხავიერ ძანეტი
თუმცა, მან აღნიშნა, რომ შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.
წინასეზონი ამ ფეხბურთელებით დავიწყეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არაფერი შეიცვლება.
ხავიერ ძანეტი
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიბალამ მილანურ კლუბს ულტიმატუმი წაუყენა: თუ ინტერი კვირის ბოლომდე არ დაიწყებს კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს, არგენტინელი ამ საკითხზე სხვა კლუბებთან განხილვას დაიწყებს.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.