ვიერი: “ვფიქრობ, ახლა ამ “ინტერში” რომ ვითამაშო, ყოველწლიურად ბომბარდირი გავხდებოდი”
ვიერი: “ვფიქრობ, ახლა ამ “ინტერში” რომ ვითამაშო, ყოველწლიურად ბომბარდირი გავხდებოდი”
ინტერისა და იტალიის ყოფილმა ფორვარდმა კრისტიან ვიერიმ თქვა, რომ ნერაძურის ამჟამინდელ შემადგენლობაში მას ექნება ყველა შანსი მოიგოს სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ყოველ სეზონში თუ რომმელუ ლუკაკუს ნაცვლად შეტევაში ითამაშებს, იუწყება TuttoMercatoWeb
საშინაო მატჩებში „ინტერი“ მუდმივად ქმნის ათ საგოლე შესაძლებლობას თამაშში და ზოგადად გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. არის დენზელ დუმფრისი, რომელიც კარგად მოქმედებს ფლანგზე. ასევე არის ფედერიკო დიმარკო, რომელსაც მშვენიერი ასისტის უნარი აქვს. არის ნიკოლო ბარელა – ზოგადად, არის საკმარისი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ რომელუ ლუკაკუსთვის კარგი საგოლე მომენტების შექმნა. ვფიქრობ, ახლა ამ “ინტერში” რომ ვითამაშო, ყოველწლიურად ბომბარდირი გავხდებოდი.
კრისტიან ვიერი